მარველის სამყაროს უახლესმა ფილმმა ცნობილი ავატარის რეკორდი გაიმეორა

მარველის ფილმები ყოველთვის პოპულარული გახლდათ ფინანსური კუთხით და ამ ცნობილი სამყაროს უახლესი პროექტი Black Panther უკვე მეხუთე კვირაა ჩარტებში პირველ ადგილს იკავებს.

ამ მაჩვენებლით ეს ფილმი პირველია, რომელმაც 2009 წლის შედეგი გაიმეორა. სწორედ 2009 წელს ჯეიმს კამერონის უკვე ლეგენდარული ნამუშევარი „ავატარი“ იმყოფებოდა ყველაზე დიდი ხნის მანძილზე მსოფლიო კინოჩარტების სიის სათავეში. გარდა ამ ფრიად შთამბეჭდავი მაჩვენებლისა, ზემოხსენებული ფილმი სულ ცოტახანში ალბათ კიდე ერთ რეკორს დაამყარებს. საუბარია მარველის სამყაროს ფილმებში ყველაზე მაღალშემოსავლიან მაჩვენებელზე, რომელიც აქამდე “შურისმაძიებელთა” პირველ ნაწილს ეკუთვნოდა.

უახლოეს პერიოდში „შავი პანტერის“ მთავარი კონკურენტი ახლადგამოსული ტომბ რაიდერი იქნება. რაც შეეხება მარველის სამყაროს და მის უდიდეს ზეგავლენას თანამედროვე კინოინდუსტრიაზე, ეს ყველაფერი კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება უახლოეს მომავალში, როდესაც ე.წ. მარველის “მეოთხე ფაზა” აიღებს სტარტს. სამომავლოდ ძალიან ბევრი და საინტერესო პროექტი გველოდება.

">