მარნეულში ღვინის ფესტივალი გაიმართა

მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ კერაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული ღვინის ფესტივალი” აღინიშნა.

სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ. ფესტივალს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი დაესწრო, რომელმაც ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლიდან დაიწყო ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის მულტიდისციპლინარული კვლევის პროექტი, რომლის ფარგლებში 2017 წელს გამოქვეყნდა მეცნიერული დასკვნა, რომ სწორედ აქ, საქართველოს ამ რეგიონში დაიწურა პირველად ღვინო, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ქართულ ღვინოს მსოფლიო მასშტაბით. დღევანდელი ღონისძიება კარგად ეწერება ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე-2018″-ის ფარგლებში და განსაკუთრებით იმ განწყობის ფონზე, რომელიც მიმდინარე შემოდგომას ახლავს წარმატებულად ჩატარებული რთველისა და გადამუშავებული ყურძნის რეკორდული რაოდენობის ფონზე” – აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

">