MAN-ის ახალი ავტობუსები N140 მარშრუტზე

დღეიდან N140 მარშრუტსაც MAN-ის მარკის ავტობუსები ემსახურებიან. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მარშრუტი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობს.

18 ივლისიდან – დიდ დიღომში ახალი, თანამედროვე ავტობუსების ბაზის გახსნის შემდეგ, MAN-ის ავტობუსები უკვე 5 მარშრუტზე: N14, 21, 24 88 და N140-ზე გავიდნენ. უახლოეს ხანში MAN-ის ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვება იგეგმება.

">