მამუკა ხაზარაძე დუმილს დღეს დაარღვევს – სპეციალური პრიფინგი 18:00 საათზე გაიმართება

თიბისი ბანკის აქციების 20% მფლობელი, მამუკა ხაზარაძე და მისი პარტნიორი ბადრი ჯაფარიძე 18:00 საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. ეროვნული ბანკის მიერ, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისათვის ხელმოწერის უფლების ჩამორთმევის შემდეგ ეს იქნება ხაზარაძის პირველი განცხადება.

14 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა, თიბისი ბანკში წერილი გააგზავნა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს პოსტის დატოვებისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქმე ეხება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. ამ საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავრ პროკურატურაში მიმდინარეობს.

15 თებერვალს თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

“თიბისი ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად,” – ნათქვამი იყო თიბისის განცხადებაში.

">