„მამუკა ბახტაძე ძალიან მშრომელი, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცია, ასე გავიცანი მე“

„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, მან მამუკა ბახტაძე გაიცნო როგორც ძალიან მშრომელი, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, თუმცა, მისივე თქმით, „ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური პატრონი“.

„სწორი იქნებოდა თავად ბიძინა ივანიშვილს აეღო ეს პასუხისმგებლობა. მას აქვს ვალდებულება, ხალხს მისი იმედი აქვს. მაშინაც როცა კვირიკაშვილის რამე არ მოწონდა თუ მოწონდა, ყველას ჰქონდა აზრად, რომ ბიძინა ამას გამოასწორებს. სამწუხაროდ, გრძელდება იგივე ვითარება, ამ ვითარებაში პროფესიონალ ადამიანებს რამდენის გაკეთება შეეძლებათ ეჭვი მეპარება. დღეს რაც მოვისმინე, ახალი დასახელებული კანდიდატის განცხადება, რომ ევროპისკენ მივდივართ, ეს მხოლოდ სურვილებით არ ხდება, ამას სჭირდება ევროპული გამოცდილების გაზიარება. მგონია, რომ ფუნდამენტური საკითხების მოგვარება ვერ მოხერხდება, უკეთეს შემთხვევაში უნდა მივაღწიოთ როგორმე საპარლამენტო არჩევნებამდე სადაც, სრულიად აუცილებელია ახალი ხელისუფლება. ოცნება შესაცვლელია, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

">