მამუკა ბახტაძე: 2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში

2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის დღე, როდესაც სახელმწიფო, მაშინდელი რეჟიმი თავისი რეპრესიული მანქანითდაუპირისპირდა ქართველ ხალხს, საკუთარ მოქალაქეებს, ფეხქვეშ გათელა მათი ღირსება და თავისუფლება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი არასოდეს დაუშვებს მსგავსი დღეების განმეორებას ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში დაბოლომდე იქნება ერთგული იმ ფასეულობების, რომელიც ჩვენ ერთად მოვიპოვეთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

/</a></iframe>