ფილმ Mamma Mia-ს მეორე ნაწილის პირველი ტრეილერი

ყველასთვის საყვარელი მიუზიკლი Mamma Mia 2008 წელს გამოვიდა, ვარსკვლავური შემადგენლობითა და ABBA-ს სიმღერებით გაფორმებულმა ფილმმა მაყურებელს თავი მალევე შეაყვარა და მეორე ნაწილის გადაღებაც გადაწყვიტეს.

როგორც წინა სტატიაში გითხარით ფილმის მეორე ნაწილი – Mamma Mia: Here We Go Again 2018 წლის ზაფხულში გამოვა. ფილმის ახალ ნაწილში კვლავ ვიხილავთ: მერილ სტრიპს, ამანდა სეიფრიდის, კოლინ ფერტის, პირს ბროსმანს, თუმცა ძველ მსახიობებს ახლა უკვე მომღერალი და მსახიობი შერი ემატება.

შერი ფილმში მერილ სტრიპის დედას განასახიერებს.

ვარსკვლავური შემადგენლობა და სასიამოვნო მუსიკალური გაფორმება კარგი ფილმის მომასწავლებელი უნდა იყოს. სანამ ფილმი ეკრანებზე გამოვა, მანამდე წარმოგიდგენთ პირველ ტრეილერს, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება.

 

 

 

">