„ჩემ შვილს სიზმრადაც რომ მოსვლოდა რაღაცის გაკეთება, ჩემი ხელით დავახრჩობდი“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ გააკეთა. მალხაზ მაჩალიკაშვილი გამორიცხავს მისი შვილის კავშირს ტერორისტებთან. მისი თქმით, უცხოურ საბანკო ანგარიშებს თემირლანი პირადი მიზნებისთვის იყენებდა და მასზე ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრები თანხას ურიცხავდნენ.

„მას არანაირი საბანკო ანგარიში არ ჰქონია, მაგათ რა ამოიღეს, რა არა, მე არ ვიცი. ევროპაში მეც მყავს საძმო, თუ 100-200 დოლარი გამოგზავნა, ეგ იქნება. უნდათ, რომ ვითომ სადღაც ფული იგზავნებოდა, ეს აბსურდია, ამ დღეში ჩააგდეს ბავშვი და რაღაც ხომ უნდა თქვან და გააკეთონ, რაღაც ხომ უნდა შექმნან, არც ბორზიევი და სოლტახმადოვი არ ვიცი ვინ არიან, საიდან უნდა ვიცოდე, გვარებით როგორ გითხრათ. ჩემი ჩეჩნური, ქისტური, კაცურად, ალაჰის წინაშე, საქართველოს წინაშე ვაცხადებ, რომც აზრად მოსვლოდა ჩემ შვილს, სიზმრადაც რომ მოსვლოდა რაღაცის გაკეთება, მე მაგას ჩემი ხელით დავახრჩობდი, შეიტყვეთ ბოლოს და ბოლოს საქართველოს მოსახლეობამ“,-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

">