თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილიადვოკატის განცხადებით, მან გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს მა გადასცა ორდერი, რომ ის დაიცავდა თემირლან მაჩალიკაშვილს. თუმცა ადვოკატ ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, მას ამ დრომდე არ მიუღია საქმის მასალები. ადვოკატი ვარაუდობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს.

ოჯახი აცხადებს ცალსახად, რომ მენდობა მხოლოდ მე, იქ სახაზინო ადვოკატი არ უნდა ყოფილიყო. გუშინ, როდესაც სუს-ის შენობასთან ვიყავი მისული, ზუსტად ერთ საათზე მეტი ვიხვეწებოდი, რომ კანცელარიაში შევეშვი, რომ ჩამებარებინა ოფიციალურად განცხადება გამომძიებლის სახელზე.

მე ეჭვი მაქვს, რომ საქმეში გაყალბებული მტკიცებულებები დევს, რაზეც მხოლოდ მე შემიძლია მქონდეს წვდომა და არა სახაზინო ადვოკატს, იმიტომ, რომ მე შემიძლია დავუკავშირდე ოჯახს, ველაპარაკო, გავარკვიო საქმის დეტალები, რაც შეიძლება საეჭვოდ მეჩვენოს. სახაზინო ადვოკატს გუშინ ყველაფერზე მოაწერინეს ხელი, ალბათ რაც იქ სჭირდებოდათ“,-განაცხადა ჯავახიშვილმა.

">