m2 არ ყიდულობს კომპანია „ცენტრ პოინტს“

სამშენებლო კომპანია m2-შიგანაცხადეს, რომ ისინი არც „ცენტრ პოინტს“ და არც მის აქტივებს არ ყიდულობენ და განიხიალვენ მხოლოდ „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დაკმაყოფილების გეგმაში ჩართვას. კომპანიის წარმომადგენელმა დავით გორგილაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კომპანია m2 „ცენტრ პოინტს“ არ ყიდულობს.

„კომპანია m2-ს არ უყიდია „ცენტრ პოინტი“ და არც არის დაინტერესებული მისი შესყიდვით, თუმცა m2-ს აქვს შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს იმ პროცესში, რომელიც დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს. m2-მა საკუთარი ხედვა უკვე გააცნო როგორც დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებს, ასევე პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, თუ როგორ შეიძლება, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, თუმცა ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, რომ m2 არ ყიდულობს კომპანია „ცენტრ პოინტს“,-განაცხადა გორგილაძემ.

">