ლევან ყიფიანს პროკურატურაში 17:00 საათზე ელოდებიან

„საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრსა და სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს თბილისის პროკურატურაში ელოდებიან. ყიფიანი საგამოძიებო უწყებაში 17:– საათზე უნდა გამოცხადდეს. ლევან ყიფიანი პროკურატურაში იმ ფარულ აუდიო-ჩანაწერთან დაკავშირებითაა დაბარებული გამოკითხვაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ყიფიანის გარდა გამოკითხვაზეა დაბარებული ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. პროკურატურის ინფორმაციით, მას გამოძიება საქართველოში დაბრუნებისთანავე გამოკითხავს.

„კურიერმა“ 14 სექტემბერს „იბერიას“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. აუდიოჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“.

/</a></iframe>