ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს უჩივლებს

ომეგა ჯგუფის“ სკანდალური საქმის მთავრი ფიგურანტი ზაზა ოქუაშვილს ღირსების შელახვისთვის უჩივის – განცხადება ლევან ყიფიანის ადვოკატმა გააკეთა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„ვამზადებთ სარჩელს, რომელიც უნდა შევიტანოთ თბილისის საქალაქო სასამართლოში პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტზე ბატონ ოქუაშვილის წინააღმდეგ ლევან ყიფიანის მიმართ და ასევე საჩივარს ბატონი ოქუაშვილის წინააღმდეგ თაღლითობის ფაქტზე,“ – ამბობს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

შალვა ხაჭაპურიძე ლონდონის საექსპერტო ბიუროს დასკვნას, რომელმაც ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა, უნდობლობას უცხადებს.

„როდესაც არ აღებულა ხმის ნიმუშები არც ყიფიანისგან, მე როგორც ვიცი, არ გაუჟღერებიათ არც ოქუაშვილისგან ამის ავთენტურობაზე საუბარი, არათუ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის ჰააგის სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტით უხერხულია,“ – აცხადებს ხაჭაპურიძე.

">