ლეონარდო დიკაპრიო სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში აშშ-ს პრეზიდენტის როლს შეასრულებს

სტივენ სპილბერგი და ლეონარდო დიკაპრიო კვლავ ითანამშრომლებენ. ისინი ულის გრანტის ბიოგრაფიაზე იმუშვებენ.

ულის სიმპსონ გრანტი ამერიკელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-18 პრეზიდენტი იყო.

1861 წელს პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა გრანტი მოხალისეთა ბრიგადის გენერლად დანიშნა. მისი ხელმძღვანელობით იუნიონმა პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც ტენესში ჰენრის და ონელსონის ფორტები აიღეს.

1884 წელს გრანტმა შეიტყო, რომ ყელის კიბო ჰქონდა. იგი მემუარების წერის დასრულებიდან ორი დღეში 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი შემწყნარებლობის გამო კორუფციის მიმართ, ისტორიკოსების მიერ იგი წარუმატებელ პრეზიდენტადაა მიჩნეული. მაგრამ სამოქალაქო უფლებების და აფრიკელი-ამერიკელების მხარდაჭერის გამო, ბოლო წლებში მისი რეპუტაცია ზოგიერთი მეცნიერის თვალში ამაღლდა. გრანტი 50 დოლარიან კუპიურაზეა გამოსახული.

სავარაუდოდ ფილმზე მუშობის პროცესი 2019 წელს დაიწყება.

">