ლელია აბაშიძე ხეჩინაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მსახიობი ლეილა აბაშიძე იშემიური ინსულტის დიაგნოზით ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. კონსილიუმზე გადაწყდება როგორ გააგრძელებენ ექიმები მკურნალობის კურსს. ექიმ ირინა ტაბიძის განცხადებით, მსახიობი ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურებს და რჩება მართვით სუნთქვაზე.

„ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, ნევროლოგიური სტატუსი არის მცირედი დადებითი დინამიკით, ანუ აღარ აქვს აღგზნება, თვალს ახელს, გვიყურებს, ცდილობს რაღაც ინსტრუქციის შესრულებას, თუმცა მარჯვენა ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს და რჩება მართვით სუნთქვაზე. მთავარი საკითხი ის არის, რომ ის ჯერ ვერ იხსნება მართვითი სუნთქვიდან და შემდგომ მის მოსახსნელად საჭიროა ტრაქეოსტომიის წარმოება“,-განაცხადა ტაბიძემ.

/</a></iframe>