„ლალი მოროშკინას მეშვეობით რაღაცის თქმა ნამდვილად არ დამჭირდებოდა“

საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი მირზა სუბელიანის განცხადებებს მაღალჩინოსნების კომპრომატების შესახებ, მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირებს, რომელიც მისი თქმით, პატიმრობით არის გამოწვეული. მანვე კომენტარი გააკეთა სუბელიანის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ის სოზარ სუბარის წინააღმდეგ ლალი მოროშკინას დახმარებით მოქმედებდა.

„რად მინდოდა მე რაღაცის დავალება, როდესაც 2013 წელს ვიყავი ექსპერტი და ჩემი გახსნილობა საზოგადოების მიმართ გახსოვთ და თუ რამეს ვფიქრობდი მაგის საშუალება მქონდა, რომ მედიასაშუალებებში ჩემი აზრი გამოქვეყნებულიყო. არალოგიკურია, რომ მე მაშინ, როდესაც გახლდით აქტიური, კომუნიკაბელური ექსპერტი და მედიასთან აქტიური კომუნიკაცია მქონდა, ლალი მოროშკინას მეშვეობით რაღაცის თქმა ნამდვილად არ დამჭირდებოდა“, – ამბობს კახა კახიშვილი.

/</a></iframe>