კვირიკაშვილი: ძალიან რთულ პერიოდში პატრიარქმა მართლაც ხელში აყვანილი გამოატარა ჩვენი საზოგადოება

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  გამოსვლის დასასრულს, კათოლიკოს-პატრიარქს პატრიარქობის 40 წლის და დაბადებიდან 85 წლის იუბილე მიულოცა.

„რამდენიმე დღეში ჩვენ, ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს პატრიარქობის 40 წლის უნდა მივულოცოთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ვინაიდან ამ ორმოცი წლის განმავლობაში საქართველოში აღორძინდა სულიერება. ეს იყო  ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც პატრიარქმა მართლაც ხელში აყვანილი გამოატარა ჩვენი საზოგადოება.

ეს არის ადმიანი, რომელსაც საყოველთაო პატივისცემა აქვს ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა. ეს არის ადამიანი, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს. ასევე მინდა მივულოცო მას დაბადების 85 წლის იუბილე და ვუსურვო მას ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს მეუფება საქართველოს საკეთილდღეოდ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

">