კვირიკაშვილი: 2018 წლიდან პეტიციების ვებ-პორტალი ამოქმედდება

მომავალი წლიდან პეტიციების ვებ-პორტალი ichange.gov.ge ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაავრცელა. მისი თქმით, პეტიცია, რომელიც 10 000 ხელმოწერას დააგროვებს, მთავრობის მიერ სავალდებულოდ განსახილველი იქნება.

„2018 წლიდან ამოქმედდება პეტიციების ვებ-პორტალი, ichange.gov.ge, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ ღიად, ელექტრონული წესით დააფიქსირონ საკუთარი ინიციატივები, მხარი დაუჭირონ მათთვის საინტერესო ინიციატივებს და 10 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, განიხილოს ეს პეტიცია და პასუხი აცნობოს ხელმომწერთ“, – აცხადებს პრემიერი.