კოჟორიძე: ჩვენ სწორად მიგვაჩნია უმრავლესობის ჩართვა ამ პროცესში და დღესაც მზად ვართ, შევხვდეთ

ადამიანის უფლებებისადა მართლმსაჯულების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსი ჩატარდეს. კახა კოჟორიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის  ინფორმაცია მიაწოდოს „ქართულ ოცნებას“ყველა იმ მოდელთან დაკავშირებით, რის შესახებაც მთელი ამ შეხვედრების განმავლობაში იმსჯელეს.

„ჩვენ ვფიქრობთ ბევრ მოდელზე. უახლოეს დღეებში მიეწოდება საზოგადოებას ინფორმაცია, შექმნილ სიტუაციაში ამ მოდელებიდან რომელს მივიჩნევთ ყველაზე სწორად. ეს იქნება კონკურსი თუ სხვა გზა და სხვა მეთოდი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს შეთავაზებას „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით, რომ მიუხედავად მათი უარისა, მზად ვართ, შევხვდეთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ მოდელთან დაკავშირებით, მათ შორის კონკურსთან და სხვა მოდელებთან დაკავშირებით, რის შესახებაც მთელი ამ შეხვედრების განმავლობაში მივიღეთ ინფორმაცია. ჩვენ სწორად მიგვაჩნია მათი ჩართვა ამ პროცესში და დღესაც მზად ვართ, შევხვდეთ”,- განაცხადა  კახა კოჟორიძემ.

 

">