„კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებელმა მიაღწია პიკს“

საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია და 2012 წელთან შედარებით, ამ კუთხით საქართველოს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 1tv.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევასთან – „საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება“ დაკავშირებით განაცხადა.

კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებელმა მიაღწია პიკს. სამწუხაროა, რომ ეს თემა არ არის უფრო ფართოდ გაშლილი. 2012 წელთან შედარებით, რამდენიმე ათეულით გაუმჯობესდა საქართველოს მდგომარეობა. კორუფცია გამოწვევად მაინც რჩება. რაც შეეხება ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის მექანიზმს, ამაზე ზუსტი პასუხი ვერ მექნება. თემა საინტერესოა და განხილული უნდა იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

/</a></iframe>