კორპუსში გაზის სუნი არ შეინიშნებოდა – „ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომელი

ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათი დაკავების შესახებ პირველად განცხადება პრემიერმა გააკეთა.

დიდი დიღმის პოლიციაში შეყვანამდე ერთ-ერთმა დაკავებულმა ჟურნალისტის კითხვაზე, შეინიშნებოდა თუ არა გაზის სუნი, მან აღნიშნა, რომ არა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კომპანიის ორი თანამშრომელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

უწყების ცნობით, „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს და ტერიტორია დატოვეს.

">