კომუნიკაციების კომისია მოითხოვს „სამართლიანმა არჩევნებმა” არასწორი და არაკვალიფიციური ინფორმაცია ანგარიშიდან ამოიღოს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია  „სამართლიანი   არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედური ანგარიშში შეტანილი არასწორი და არაკვალიფიციური ინფორმაციისა და შეფასებების ანგარიშიდან ამოღებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობასა და გადაწყვეტილებებზე აბსოლუტური ტყუილები წერია. ანგარიშში არასწორადაა მითითებული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთებულია არასწორი სამართლებრივი შეფასებები. კომუნიკაციების კომისია მოითხოვს სამართლიანმა არჩევნებმა აღნიშნული ინფორმაცია ამოიღოს ანგარიშიდან.

პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ორგანიზაციის ანგარიშშია შეტანილი, ეხება პოლიტიკური რეკლამის განთავსებას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია არაკვალიფიციურ და არასწორ შეფასებას აკეთებს.

სიმართლეს არ შეესაბამება ორგანიზაციის განცხადება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″ დაჯარიმდა იმის გამო, რომ მარეგულირებლის შეტყობინების გარეშე არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიის ეთერში გადაიცა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა[1].

კომისიის გადაწყვეტილებით[2], ,,რუსთავი 2″ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან არასაარჩევნო პერიოდში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის, ვინაიდან, კანონმდებლობით აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, მისი მომსახურების შესყიდვა, ასევე, პოლიტიკური რეკლამის განთავსება სოციალური რეკლამის სახით.

მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება რომელზეც ორგანიზაცია მიუთითებს კომისიამ  2017 წლის 15 ივნისს მიიღო და არა საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისას, ორგანიზაციის ანგარიში კი 1 აგვისტოდან 8 სექტემბრის პერიოდს ასახავს, როგორც ამას თავად მიუთითებენ,  შესაბამისად კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება რატომ  ჩასვა ორგანიზაციამ საკუთარ ანგარიშში 15 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება არასწორად და დამახინჯებულად? რა მიზანს ემსახურებოდა ორგანიზაციის მხრიდან  აღნიშნული ქმედება? ეს კითხვა ღიაა და სამართლიანმა არჩევნებმა   უნდა უპასუხოს.

ასევე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ორგანიზაციის მოსაზრება, რომ მაუწყებლის მიერ პოლიტიკური რეკლამის და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის ვალდებულება მაუწყებლებს მხოლოდ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან აქვთ და რომ იგივე ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებლებზე იმ შემთხვევაში თუ ისინი პოლიტიკური ან/და წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება აღნიშნულ ვადაზე ადრე გადაწყვეტენ.

ყველამ იცის და განსაკუთრებით კარგად უნდა იყოს ეს  ცნობილი იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც არჩევნების საკითხებზე მუშაობს, რომ მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში, მაუწყებელი ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს აღნიშნულის შესახებ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას,  აღნიშნული სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ყველა სუბიექტი თანაბარ პირობებში იყოს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე  ეს ვალდებულები მაუწყებლებს წარმოეშვებათ  პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისთანავე.   ამ  ვალდებულების შეუსრულებლობა კი გამოიწვევს საარჩევნო სუბიექტებისთვის არათანაბარი და დისკრიმინაციული საარჩევნო პირობების შექმნას, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი არჩევნების პრინციპებს.

მეორე  ტყუილი, რომელიც მათ მიერ გავრცელებულ ანგარიშშია შეტანილი   საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხება, სადაც ორგანიზაცია ასევე არაკვალიფიციურ შეფასებებს აკეთებს და კომისიისგან პირდაპირ მოითხოვს კანონის ინტერპრეტაციას, რაც დაუშვებელია.

 

/</a></iframe>