კლანი და ბიძინა ივანიშვილის შიკრიკები მოსამართლეთა კლანთან – ოპოზიცია მმართველ გუნდს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს

ეს არის კლანი, ზარდიაშვილი და სხვა პირები მხოლოდ შიკრიკები არიან” – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

ვიდრე პარლამენტი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წესის განსაზღვრის შესახებ პირველი მოსმენით ირაკლი კობახიძისა და ექვსი დეპუტატის კანონპროექტს მიიღებდა დეპუტატებს შორის დებატები გაიმართა.

ოპოზიცია უმრავლესობას მოუწოდებდა ეფიქრათ საკუთარ პასუხისმგებლობაზე და არა იმაზე, რა ჩაიწერება უმრავლესობის ჩატში, ან რას ეტყვის მათ კობახიძე. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სასამართლოში არსებული კლანის ორგანიზება ერთადერთ მიზანს ემსახურება, ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სურს სასამართლო საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენოს.

„რა თქმა უნდა, ეს არის კლანი, როდესაც საკუთარ ინტერესებს იცავენ, მაგრამ მათი ამ ფორმით ორგანიზება ეს არის ქვეყნის არაფორმალური მმართველის ხელში მათი ამ ფორმით სტრუქტურიზება, რომ შემდეგ გამოიყენოს საკუთარი მიზნის მისაღწევად.

“აქ ზარდიაშვილი, თუ ვინც არის გვარი კარგად არ მახსოვს, რომ წარმოგვიჩინეთ მოსამართლეთა უფროსად, ბატონი ზარდიაშვილი და მსგავსი ადამიანები არიან შიკრიკები მიაქვთ ინფორმაცია შუშის სასახლიდან სასამართლომდე, ელემენტარულად გამტარები არიან“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც კარგად იციან, რომ სასამართლო სისტემა კლანის ხელშია, თუმცა მაინც სურთ, რომ სწორედ ამ 11-კაციანმა კლანმა წარმოადგინოს უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სია.

„11 კაცისაგან შემდგარმა კლანმა საკუთარი თავის წარმოგიდგინათ ასარჩევად უზენაეს სასამართლოში. ახალ ისეთი პროექტი შემოიტანეთ, რომლითაც ამ კლანს, რომელიც იცით რომ კლანია ხომ? – აბა ისე როგორ მისცეს იმ ათკაციან სიას ხმა რომ  არ იცოდნენ არც სიის არც შემდგენი,  არც არაფერი ამ სიაში მყოფი ადამიანების ირგვლივ და უცებ სხდომაზე რატომღაც 11 ხმის მიცემა გადაწყვიტეს. ანუ თქვენთვის ცნობილია, ხომ რომ ეს კლანია?! მაინც გინდათ, რომ პარლამენტს წარმოუდგინოს ამ კლანმა საკუთარი კანდიდატურები  ისე რომ თქვენ არჩევანის უფლებაც არ გქონდეთ. მეორე საკითხი – ისეთი რეგულაცია გაქვთ ჩადებული ე.წ. გრძელი სიის ფორმირების პროცესში, რომ ამ კლანს საშუალებას აძლევთ, რომ არავის წარადგენინონ საერთოდ კანდიდატურა, თუნდაც 45 ადამიანში,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

">