დავით ბაქრაძე: კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად დაშორდა ხელისუფლება საზოგადოების განწყობას

მთავრობის და უმრავლესობის რეაციიდან გამომდინარე ძალიან მაღალი ალბათობით ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად დაშორდა ხელისუფლება საზოგადოების განწყობას – ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის კომენტარი კანაფის კანონპროექტთან დაკავშირებით

დავით ბაქრაძის განცხადებით: „ერთისმხრივ საზოგადოებაში არის მკაფიო განწყობა, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანი არ უნდა მიდიოდეს ციხეში და არ უნდა ხდებოდეს პოლიციური ტერორის მსხვერპლი, მაგრამ ამავე საზოგადოებაში საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში არის ასევე მკაფიო განწყობა, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია ცილდება დასაშვებ და მისაღებ ფარგლებს და ეს არის ნაბიჯი რომელსაც დღეს ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების უმეტესობა და მიიჩნევს მას ქვეყნის მომავლისთვის საზიანოდ.

ამიტომ ასეთი კანონპროექტის შემოტანა და ამ საკითხის ასეთი ფორმით დაძვრა კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად არ აინტერესებს დღევანდელ ხელისუფლებას საზოგადოების აზრი და როგორ დაცილდა ხელისუფლება ხალხს“ – განაცხადა დავით ბაქრაძე