კილოგრამის განსაზღვრის მეთოდი შეიცვლება

დღეს პარიზში, 60-მდე მეცნიერი ზომებისა და წონების საერთაშორისო კონფერენციაზე, კილოგრამის განსაზღვრის მეთოდის შეცვლის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამჟამად, კილოგრამი განისაზღვრება, როგორც საერთაშორისო ეტალონი კილოგრამის მასა, რომელიც ინახება ზომებისა და წონების საერთაშორისო ბიუროში პარიზში და წარმოადგენს პლატინა-ირიდიუმის შენადნობის ცილინდრს.

სავარაუდოდ, მკვლევრები წონის განსაზღვრის ამ მეთოდზე უარს იტყვიან და კილოგრამს ელექტონული დენით აწონიან. ზოგიერთი მეცნიერი ამასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, რადგან მიაჩნიათ, რომ თითქმის 130 წლის წინ შემოღებული კანონი იდეალურია და მას ცვლილება არ სჭირდება, თუმცა უმრავლესობის თქმით ახალი მეთოდი გაზომვის უფრო ზუსტ საშუალებას მოგვცემს.

წყარო: imedinews.ge

">