დავით კეზერაშვილი სასამართლომ ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი  სასამართლომ ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლემ საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. ნინო ნაჭყებიამ მიიჩნია, რომ  პროკურტურატურის მიერ ნიჟარაძეების საქმეზე ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი, რის საფუძველზეც, რომ მან მიიღო გამამართლებელი განაჩენი. დღესვე მოსამართლემ აღნიშნა, რომ დავით კეზერაშვილს მორალური ზიანისთვის ჩივილის უფლება აქვს.

სახელმწიფო ბრალდება თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ბიზნესმენების თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას ედავებოდა. საუბარია ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესზე.

 

 

/</a></iframe>