კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის ბრალი წარუდგინეს

კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის ბრალი წარუდგინეს. ჰოლივუდის ვარსკვლავს მასაჩუსეტსის შტატის ერთ-ერთ, ბარში 18 წლის მამაკაცზე ძალადობა ბრალდება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ინციდენტი 2 წლის წინ მოხდა. ეს უკვე მეორე ბრალდებაა კევინ სპეისისთვის.

მსახიობს ანალოგიური ბრალდება ყოფილმა კოლეგამ წაუყენა. ენტონი რეპი აცხადებს, რომ კევინ სპეისი მას 1986 წელს სექსუალურად ავიწროებდა, როცა ის 14 წლის იყო. ამ საქმის განხილვაზე სპეისი 7 იანვარს ნანტუკეტის საოლქო სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. მანამდე კი სპეისიმ დუმილი დაარღვია და ინტერნეტში ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

სერიალ „ბანქოს სახლის“ ვარსკვლავმა, მიმართვისთვის მისი პერსონაჟის – პრეზიდენტ ფრენს ანდერვუდის როლი მოირგო და მისივე ჩვეული მანერით განაცხადა, რომ მაყურებელს პირადი საიდუმლო და შოკის მომგვრელი ისტორიები მხოლოდ იმისთვის გაანდო, რომ ხალხს ფიქრი დაეწყო.

წყარო: რუსთავი 2

">