კახიძე წულუკიანს: „თქვენ ძალიან წარმატებული წინამორბედის ჩრდილში აღმოჩნდით და ამ ჩრდილს გრძნობთ”

„თქვენ ძალიან წარმატებული წინამორბედის ჩრდილში აღმოჩნდით და ამ ჩრდილს გრძნობთ,“ – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ იუსტიციის მინისტრს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეა წულუკიანი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის მისი წინამორბედი მინისტრის ჩრდილის ქვეშ არის მოქცეული.

ოპოზიციის შეფასებით, მინისტრის მოხსენება პარლამენტში იყო ღვარძლიანი მაღალჩინოსნის გამოსვლა.

„ეს თქვენს გამოსვლაშიც იგრძნობა. რა შეიძლება დავარქვათ ამას, შეიძლება იყოს შური, ბოღმა, პოლიტიკური სიძულვილი,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

">