კახეთის რეგიონში რთველის შედეგად ამ დროისთვის 60 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული, მოსახლეობის მიერ მიღებულმა შემოსავალმა კი 110 მილიონ ლარს მიაღწია

კახეთის რეგიონში რთველის შედეგად ამ დროისთვის 60 ათას ტონაზე მეტიყურძენია გადამუშავებული, მოსახლეობის მიერ მიღებულმა შემოსავალმაკი 110 მილიონ ლარს მიაღწია, – “რთველი 2018”-ის მიმდინარეობის პროცესსკახეთში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო.

მთავრობის მეთაური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისმინისტრთან ერთად “რთველი 2018”-ის საკოორდინაციო შტაბშიიმყოფებოდა, რომელიც პროცესის შეუფერხებლად წამართვის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

ლევან დავითაშვილმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ “რთველი 2018” ორგანიზებულად, წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროის მონაცემებით,ყურძნის ჩაბარების პროცესში შეფერხება არ ყოფილა.

მთავრობის მეთაური დღესვე სოფელ რუისპირში გიორგი ალადაშვილისბიოდინამიურ მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც ძველი ტრადიციულიმეთოდით სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მზადდება. 5ჰექტარზე გაშენებულ ვენახში მოყვანილი ყურძენი ბიოდინამიურიმეთოდით მუშავდება, საიდანაც წელიწადში 5 ათასამდე ბოთლი ღვინოიწარმოება. ღვინის წამოების გარდა მეურნეობაში მოჰყავთ ხორბალი,მისდევენ მეფრინველეობასა და მეფუტკრეობას, ამზადებენ ჯემებსა დამურაბებს.

“კახეთში რთველი მიმდინარეობს წარმატებით. დღევანდელი დღისმონაცემებით ჩაბარებულია დაახლოებით 60 ათასი ტონა ყურძენი დამოსახლეობამ თითქმის 110 მილიონი ლარი მიიღო. გასული წლისმონაცემთან შედარებით, ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა. ამასთან ერთად,დღეს დავათვალიერეთ ბიოწარმოება. ძალიან მნიშვნელოვანია,საქართველოში განვავითაროთ ორგანული პროდუქციის და სასმელისწარმოება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიანმნიშვნელოვან ინიციატივზე, რომელიც ძალიან დიდ საგადასახადოსტიმულს მისცემს საქართველოში ორგანული პროდუქციის წარმოებისკიდევ უფრო განვითარებას. ეს არის სწორედ ის ნიშა, რომელიც ჩვენ უნდადავიკავოთ საერთაშორისო ბაზარზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთანერთად ასევე ესტუმრა “თელავის ღვინის მარანს”, სადაც ყურძნისგადამუშავებისა და ღვინის ჩამოსხმის პროცესს გაეცნო. თანამედროვეტექნოლგიებით აღჭურვილ საწარმოში, წელიწადში 5,5 მილიონამდებოთლ ღვინოს აწარმოებენ.