კახა ბექაური საერთაშორისო დონორებს მოუწოდებს დაინტერესდნენ მათი დაფინანსებული ადგილობრივი ორგანიზაციების მოტივაციით

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტნიორ და მეგობარ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა და მოუწოდა მათ დაინტერესდნენ თუ რისთვის

იყენებენ მათი დაფინანსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მათ დახმარებას და კეთილ მიზნებს. ბექაურის თქმით, მაშინ როდესაც დონორები დაინტერესებული არიან ჩვენს ქვეყანაში პროცესების სწორად წარმართვაში, ზოგიერთი ადგილობრივი ორგანიზაცია მათ დახმარებას ტყუილის ტირაჟირებისთვის იყენებს. კომისიის თავმჯდომარემ ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს „კატეგორიულად მოსთხოვა“ გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშიდან კომისიის შესახებ დაწერილი ტყუილის და არაკვალიფიციური ინფორმაციის ამოღება.

„ეს იმდენად მძიმე შეცდომებია, კომისია ითხოვს ამ შეცდომების გასწორებას „არასამართლიანი არჩევნებისგან“, უკაცრავად ორგანიზაცია „სამართლიანი არჩვენებისგან“, თუმცა ეს წამოცდენაც შეიძლება გაამართლონ მათ, თუ ასე გააგრძელეს მოქმედება. მე მინდა მათ დამფინანსებლებსაც მივმართო, იმიტომ რომ, ვიცი დამფინანსებლებს და ზოგადად ამ პროცესს კეთილი მიზნები აქვს და ძალიან საჭირო პროცესია, ყველას ინტერესია, რომ სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები, მაგრამ თუ ამას არაკვალიფიციურად გავაკეთებთ, ცუდ შედეგს მოგცემს. ამიტომ, მივმართავ თხოვნით იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ, კარგად მოიკითხონ რას აფინანსებენ, რადგან ღირებულება არ ექნება ამ ყველაფერს თუ ასეთ სისულელეებს ჩაწერენ არასამთავრობოები ანგარიშებში, ფასი დაეკარგება შუალედურ და საბოლოო ანგარიშსაც“, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

/</a></iframe>