კახა ბექაური: „მოვუწოდებთ „ბილაინს“ გააქტიურებისკენ…

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, კომპანია „ბილაინს” პირობას აძლევს, რომარასამართლიანი კონკურენციისგან დაიცავს და მას გააქტიურებისკენ მოუწოდებს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარესატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამპროცესში მნიშვნელოვანია „ბილაინის” გააქტიურება.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ „ბილაინსაც” და ყველა კომპანიას დავიცავთ არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან, მაგრამარ დავიცავთ იმისგან, რომ ინვესტიცია არ განახორციელონ ამ დარგში. მოვუწოდებთ „ბილაინს” გააქტიურებისკენ, რადგანგვინდა, რომ  ამ ბაზარზე მესამე სრულფასოვანი  ოპერატორი არსებობდეს და კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდოს. „ბილაინმაც” უნდა მოახერხოს გაზრდა და ფიქსირებულ ბაზარზე შესვლა, ჩვენ ამაში მაქსიმალურად დავეხმარებით და ხელსშევუწყობთ”.- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

კახა ბექაურის განცხადებით, კომისია არის გარანტი, რომ კომპანიები არასამართლიან გარემოს ვერ შეუქმნიან ერთმანეთს, მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებელია თავად კომპანიები განვითარებაზე და გაზრდაზე იყვნენ ორიენტირებული რათა ბაზრისწილი არ დაკარგონ.

„თუ „ბილაინი” ინვესტიციას არ გააკეთებს, კონკურენციაში არ შევა და არ იზრუნებს განვითარებაზე, საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა, დაკარგავს ბაზრის წილს და თუ ხელს არ გაანძრევს, წააგებს კონკურენციაში. სხვა საფრთხე აქ არ დგას, მითუმეტეს იმის, რომ ვიღაცამ მნიშვნელოვანი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს ვინმეს წინააღმდეგ. ამისთვის კომისიასსაკმარისი ბერკეტები გააჩნია”. – განაცხადა კახა ბექაურმა.

">