„კატეგორიულად მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს“

„ძალა ერთობაში“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და ვადამდე საპარლამენტო არჩევნების ითხოვს. ამის შესახებ მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„ამ ე.წ. ხელისუფლების პირობებში, როდესაც თავისუფალი სიტყვა, პოლიტიკური ოპონენტები და ბიზნესი იდევნება, ვერავითარ სამართლიან გამოძიებას ჩვენ ვერ მივაღწევთ, ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ხელისუფლების წარმომადგენლებს, იქნება ეს აღმასრულებელი ხელისუფლება თუ პარლამენტი, ყოველგვარი პოლიტიკური და მორალური უფლება აქვთ დაკარგული ერთხელ მაინც გაიმეორონ, რომ ქართველ ხალხს წარმოადგენენ“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

">