ქართველი პარაპლანისტების დაკავების გამო ადგილობრივებმა მცხეთა-სტეფანწმინდის გზა გადაკეტეს

9 ივნისს გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოთხი ქართველი პარაპლანისტის დაკავების გამო, ქვეშეთის მოსახლეობამ და ქართველმა პარაპლანისტებმა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწინდა-ლარსის საავტომობილო გზა გადაკეტეს.

როგორც Reginfo წერს, აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფებას ითხოვენ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გუდაურში ქართველმა პარაპლანისტებმა რუს მფრინავს სცემეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების პირველ ეტაპზე დადგინდა, რომ ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა.