კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. ცეცხლმა სრულიად გაანადგურა ქალაქი ფერედაიზი, სადაც გადამწვარია ათასობით საცხოვრებელი სახლი. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 200-მდე ადამიანი.

სამხრეთ კალიფორნიაში უკვე ევაკუირებულია 250 ათასზე მეტი ადამიანი. ხანძარმა მალიბუში მდებარე ფეშენებელური ვილები გაანადგურა. საცხოვრებელი სახლი მსახიობმა ჟერარდ ბატლერმაც დაკარგა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის ლოკალიზებულია ხანძრის 25%.

წყარო: რუსთავი 2

">