კალიფორნიაში ტყის ხანძრების შედეგად დაკარგული ადამიანების რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

კალიფორნიაში ტყის ხანძრების შედეგად დაკარგული ადამიანების რაოდენობამ ათასს გადააჭარბა. ეს რიცხვი ბოლო 24 საათში, თითქმის, 400-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს 74 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

მაშველები ჯერჯერობით ხანძრის კერების 50%-ს აკონტროლებენ.

დღეს კალიფორნიაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს ჩასვლას.

წყარო: რუსთავი 2

">