„კალაძე გაუბედავს ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარს რამეს?“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, კომენტარი თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა, მას მიაჩნია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი გამოძიება არ დაიწყება.

„არანაირი გამოძიება არ დაიწყება, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, იმიტომ, რომ საქმე ფარცხალაძეს ეხება. ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ნარმანიასაც, ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელსაც, ყველას გაამწკრივებდნენ პროკურატურის მეშვეობით ციხეში.

გამორიცხულია კალაძე წავიდეს ფარცხალაძის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ფარცხალაძე არის ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარი. კალაძე გაუბედავს ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარს რამეს?“,-განაცხადა ელისაშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასა და განკარგვას შეეხება, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხიც მოხვდა.

">