2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიან და მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ტაქსებად ვერ გამოიყენებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ტაქსის სერვისის მიწოდებას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, ასევე გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. ეს უკვე მეორე ეტაპია. აქ საუბარია ფერზე. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რაც 2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

">