კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდათ

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა. მოსამართლე შორენა გუნცაძემ პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საპროცესო შეთანხმება პირობის უცვლელად დაუმტკიცა.

საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთვნელს, ვაჟა კვარაცხელიას, ამავე კლუბის თანამფლობელ თემურ დათიკაშვილსა და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ზაზა მაჩალაძეს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, საიდანაც 6 თვეს ისინი საპატიმროში მოიხდიან, 1 წელი კი პირობითი მსჯავრი დაეკისრებათ.

საქმეზე ბრალდებულ კიდევ ორ მსაჯს ირაკლი და დავით ბერიშვილებს კი 2 წლიანი პირობითი მსჯავრი დაედოთ.

ამასთან, ხუთივე ბრალდებულს 5 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სასამართლოს მიერ პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე, ხუთივე ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.

">