„კახი კალაძემ დააწესა სირცხვილის ახალი ნიშნული“

უფასო სასადილოების ერთ ბენეფიციარზე 2018 წელს 1.18 ლარის ნაცვლად, 1.13 ლარი იქნება გათვალისწინებული. ინფორმაციას ამის შესახებ საკრებულოს ოპოზიცია ავრცელებს. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, გლდანში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია უფასო სასადილოების ერთ ბენეფიციარზე დახარჯავს 1.13 ლარს, ასევე მათივე თქმით, 4 რაიონში 1.18 ლარი შემცირებულია 1.17 ლარამდე.

„იმ ფონზე, როდესაც კატასტროფულად არის გაუფასურებული ლარი, როდესაც კატასტროფულად არის გაძვირებული საკვები პროდუქტები, კახი კალაძემ დააწესა სირცხვილის ახალი ნიშნული და 1.18-ის ნაცვლად ის აპირებს, მაგ. გლდანის რაიონში, რომ 1.13 ლარად გამოკვებოს 6000-ზე მეტი ბენეფიციარი. ეს არის თბილისელების დაცინვა, ხალხის დაცინვა და მაშინ, როდესაც მათ 2018 წლის ბიუჯეტში გაზარდეს ფაქტობრივად ბიუროკრატია, ვერ თქვეს და არ თქვეს უარი მაღალ პრემიებზე, დანამატებსა და ჯილდოებზე, ამ ფონზე, 1.18-ის ნაცვლად 1.13-ად გამოკვებო უფასო სასადილოებში ხალხი, ეს არის მათი დაცინვა“,-განაცხადა ნადირაძემ.

">