კალაძე: მერი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის, როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს

დედაქალაქის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურება და დანამატი გაერთიანდება. კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოხელეებს ხელფასები ეზრდებათ, არასწორია.

„ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი – ცალკე, კიდევ ზემოდან პრემია ცალკე იყო, ამიტომ ხელფასი და დანამატი ერთიანდება, ეს კანონის შესაბამისად ხდება. მერი მიიღებს გადაწყვეტილებას, თავისი სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, თუ ვის, როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს“,-განაცხადა კალაძემ.