„წარმოგიდგენთ გიგი უგულავას მერობის პერიოდში რა ხელფასებს იღებდა თითონ მერი“

„წარმოგიდგენთ გიგი უგულავას მერობის პერიოდში რა ხელფასებს იღებდა თითონ მერი“ – განაცხადა თბილის მერმა კახი კალაძემ ვიდეო მიმართვაში.

კახა კალაძემ მიმართვაში ისაუბრა იმ თანამდებობრივ თანხებზე, რომლებსაც გიგი უგულავასა და დავით ნარმანიას მერობის პერიოდში თბილისის მერიის მაღალჩინოსნები იღებდნენ.

„წარმოგიდგენთ გიგი უგულავას მერობის პერიოდში რა ხელფასებს იღებდა თითონ მერი ბატონი უგულავა და მისი მოადგილეები. მაგალითად, სევდია უგრეხელიძე, მისი წლიური შემოსავალი 89 243 ლარი იყო თვეში საშუალოდ – 7437 ლარი.

შოთა ხიზანიშვილს მერზე მეტი შემოსავალი ჰქონდა – 101 336 ლარი, თვიური საშუალო – 8445 ლარი. დავით ნარმანიას მერობის პირობებში მისი თანამდებობრივი სარგო წლიურად იყო 38 160 ლარი იყო, თვეში გამოდიოდა დახლოებით – 3180 ლარი. მისი მოადგილე ლაშა აბაშიძის შემთხვევაში წლიური – 73 475 ლარი იყო, ხოლო თვეში გამოდიოდა – 6123 ლარი“, – განაცხადა კალაძემ.

 

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on 2018 წლის 13 იანვარი, შაბათი