„ჯიუტი ვარ-თქო, რომ ვამბობდი არ მიჯერებდნენ“

პარლამენტის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევასთან დაკავშირებით ნინია კაკაბაძე „ფეისბუქზე“ პოსტს ავრცელებს.

„მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის. მოლოცვით კი, 10 დღეში დაბადების დღე მაქვს და ის მომილოცეთ.

ახლა რაც შეეხება დღევანდელ კენჭისყრას. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მგონია მეჩვენება ეს ყველაფერი და აქამდე ვერ ვიჯერებ.

მადლობა მათ, ვინც ხმა მომცა მე და ამით ერთი ნაბიჯი გადადგა წინ დემოკრატიისაკენ. ეს ხმა სწორედ დემოკრატიისკენ, პლურალიზმისკენ გადადგმული ერთი პატარა ნაბიჯია.

ასევე, ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია საზოგადოებრივი მაუწყებლის სრული დისკრედიტაციისკენ.

მე მესმის, რომ ჩემთვის ხმის მოცემა ძალიან, ძალიან არაპოპულარული ნაბიჯია და მადლობა მათ, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა. ძალიან ვაფასებ მე უკომპრომისობას და განსაკუთრებით პოლიტიკოსებში.
ცხადია, ეს მადლობა ყველაზე მეტად იმას ეკუთვნის, ვინც ჩემი კანდიდატურა დააყენა და ასევე მათ, ვინც ღიად მხარი დამიჭირა.

დიდი მადლობა მედიას, რომელიც მუდმივად ინტერესდებოდა ამ თემით და ესმის თავისი პასუხისმგებლობა.

მე ვიცი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და ძალიან ბევრი საქმე. ამ ყველაფერს ჩემს კოლეგებთან, თანამოაზრეებთან ერთად გავაკეთებ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. საზოგადოებრივი ტელევიზია აუცილებლად იქნება საზოგადოების და არა ერთი და ორი ადამიანის სამსახურში!!!

მე ნუ მილოცავთ, ყველას ვინც ამ ქვეყანას და ამ მაუწყებელს გულშემატკივრობს ყველას გილოცავთ.
ჯიუტი ვარ-თქო, რომ ვამბობდი არ მიჯერებდნენ“,-წერს კაკაბაძე.

მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის. მოლოცვით კი, 10 დღეში დაბადების დღე მაქვს და ის მომილოცეთ <3 <3 <…

Posted by Ninia Kakabadze on 2018 წლის 4 აპრილი, ოთხშაბათი

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია.  კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.

">