„ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით ვისმენთ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან“

საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს. მიხეილ ჯანელიძის თქმით, პრემიერის მოწოდება და ინიციატივა არის ძალიან კონკრეტული და გულისხმობს ჟენევის ფორმატის გაძლიერებას.

„ჩვენ ვისმენთ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან. ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის მოწოდება და ინიციატივა არის ძალიან კონკრეტული და გულისხმობს არა ჟენევის ფორმატის მოშლას, არამედ პირიქით, ჟენევის ფორმატის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური ჩართულობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, საქართველოს მთავრობის მოთხოვნას უპასუხოს ასევე რუსეთის ფედერაციამ და შესაბამისად მაღალი პოლიტიკური დონის მონაწილეობით და ნების გამოხატვით შესაძლებელი გახდეს შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ჟენევის სართაშორისო დისკუსიების ფორმატში, რათა მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება“,-განაცხადა ჯანელიძემ.

ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით ვისმენთ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან