ჯეისონ სტეტჰემი ახალ მძაფრსიუჟეტიან ფილმში ითამაშებს

2018 წელი ნამდვილად აღსავსე იქნება ახალი ბლოკბასტერებით, რომელშიც გამოჩენილი ჰოლივუდის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. როდესაც მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვახსენებთ ჯეისონ სტეტჰემი იმ კატეგორიის მსახიობია, რომელიც მომენტალურად მოგდის გონებაში. ბრიტანელი მსახიობი ახალ საინტერესო ფილმში ითამაშებს, რომლის სახელწოდებაც იქნება The Killer’s Game.

სიუჟეტის მიხედვით, ცნობილი მკვლელი აღმოაჩენს, რომ მას განუკურნებადი დაავადება აქვს. ტკივილის აცილების მიზნით და გამომდინარე იქიდან, რომ ის უარზე სიცოხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, ჩვენი ფილმის გმირი საკმაოდ უცნაურ და ორიგინალურ გადაწყვეტილებას მიიღებს:

ის თავის კოლეგა მკვლელებს უკავშირდება და საკუთარი თავის ლიკვიდაციას ითხოვს. ბევრ თქვენგანს ალბათ გაუელვა თავში შესაძლო გაგრძელებამ, როდესაც აღმოჩნდება, რომ ექიმებმა მას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს? შესაძლებელია, მაგრამ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ. ეს ფილმი ჯეი ბონანსიგას 1997 წლის რომანის მიხედვით იქნება გადაღებული და ზემოხსენებული სიუჟეტიდან გამომდინარე ცუდი ნამდვილად არ უნდა გამოვიდეს.

">