ჯაში: მეორე ტურის თარიღის გამოცხადებისთანავე ზურაბიშვილი აქტიურ კამპანიას დაიწყებს

ჩვენ ველოდებით ოფიციალურად მეორე ტურის თარიღის გამოცხადებას, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი აქტიურ, ძალიან ეფექტურ კამპანიას დაიწყებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში მარიამ ჯაშმა განუცხადა. მისი თქმით, მეორე ტურისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

პარალელურ რეჟიმში უკვე დაწყებულია სამუშაო შეხვედრები რეგიონებში, რომ მაქსიმალურად ყველა რეგიონს ვეწვიოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ხალხამდე, იმ გზავნილის საპასუხოდ, რომელიც ჩვენ მივიღეთ პირველ ტურში და დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში იქნება დამაჯერებელი გამარჯვება.

სალომე ზურაბიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში არის ჩართული „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერთან კონსულტაციებში. კამპანიის მეორე ფაზა დაიწყება უახლოეს პერიოდში, როგორც კი გახდება ცნობილი ოფიციალურად არჩევნებიმეორე ტურის თარიღი. ეს იქნება ნამდვილად ძალიან ეფექტური, წარმატებული კამპანია და ბუნებრივია, ჩემი მთავარი მესიჯი, როგორც ერთი პარლამენტარის, არის მოსახლეობის მიმართ თხოვნა, რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს მეორე ტურში. ეს არის ჩვენი ღირსების არჩევანი და გთხოვთ, რომ მეორე ტურში მაქსიმალურად ყველამ მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა ჯაშმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა.

ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

საპრეზიდენტო არჩევნებიმეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

წყარო: imedinews.ge

/</a></iframe>