ჯაფარიძე: „გირჩის“ მხარდამჭერების დიდი ნაწილი მეორე ტურზე არ წავა

გირჩის“ მხარდამჭერების დიდი ნაწილი, როგორც მე ვუყურებ, არჩევნების მეორე ტურში საერთოდ არ წავა. დანარჩენი კი გაიყოფა ორად – ნაწილი ვაშაძეს დაუჭერს მხარს, ნაწილი კი სალომე ზურაბიშვილს“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში „იმედი-Live“ განაცხადა.

ის მიიჩნევს, რომ მისი მხარდამჭერები დამოუკიდებელი ადამიანები არიან და გადაწყვეტილებას მისი არჩევანისგან დამოუკიდებლად მიიღებენ.

ჯაფარიძემ მის მიერ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძისთვის გამოხატული მხარდაჭერასთან დაკავშირებით თქვა, რომ მომავალში პირად აზრს აღარ დააფიქსირებს და პოზიცია იქნება საერთო, რომელსაც “გირჩი” გამოხატავს.

ცესკოს მონაცემებით, ზურაბ ჯაფარიძემ ხმების 2,26 % მიიღო.

წყარო: imedinews.ge

">