ივანიშვილი: მარიხუანას წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება. მისი თქმით, თუ ხელისუფლება დარწმუნდება, რომ ეს საზიანო იქნება ქვეყნისთვის, მაშინ ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

„კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ შფოთვას ვერ გავიზიარებ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

/</a></iframe>