IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობების შემოსავალი ₾6.6 მლნ-მდე შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების მოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში 256 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, 4-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა, 63.7%, შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული, დანარჩენ რეგიონებში კი მათი გადანაწილება ასე გამოიყურება:
ქ. თბილისში – 10.9%, ქვემო ქართლის რეგიონში – 6.6%, კახეთის რეგიონში 6.6%, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 3.5%, იმერეთის რეგიონში – 3.5%, აჭარის ა.რ.-ში 2.3%, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში – 1.6%, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – 0.4%, გურიის რეგიონში – 0.4%, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში – 0.4%
2023 წლის IV კვარტალის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 74.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 34.1% – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 21.5% – ხილი და ბოსტნეული, 18.7% – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 17.4% – თევზეული, 4.6% კი – სხვა პროდუქტები.
IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 25.9% – საკუთარი წარმოების, 25.4% შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 48.7% – მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0.3 მლნ ლარით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
2023 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 131.7 მლნ. ლარის ღირებულების (22.3 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 25.2%, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 25.3%, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 49.4%.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 5.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1,3 მლნ ლარით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გაყიდული პროდუქციის ღირებულება. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული
რაც შეეხება სამაცივრე მეურნეობების დატვირთულობას, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 58.7 პროცენტს, ნოემბერში – 59.5 პროცენტს, ხოლო დეკემბერში – 56.3 პროცენტს.
ამასთან, IV კვარტალში მომსახურება 329 მომხმარებელს გაეწია. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით – 956 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 369 კაცით განისაზღვრა.

ასევე დაგაინტერესებთ