იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა უვადოდ განწესების მორიგი ეტაპი იწყება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა უვადოდ განწესების მორიგი ეტაპი იწყება. საუბარია 3 წელზე მეტი გამოცდილების მოსამართლეებზე. ასეთი სულ 51 მოსამართლეა. საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ შეფასებისას კეთილსინდისიერების კრიტერიუმი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

„ადამიანები, რომელსაც აქვთ უკვე დიდი გამოცდილება სასამართლო სისტემაში მუშაობის, ვინც ითხოვს, რომ დაინიშნოს უვადოდ, სამარადჟამოდ, პენსიაზე გასვლამდე, სასამართლო სისტემაში. მე ვაპირებ, რომ ხაზი გავუსვა განსაკუთრებით კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, იმიტომ, რომ წარსულში სამოსამართლეო გამოცდილება შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის დამბადებელი“,-განაცხადა დოლიძემ.

მოსამართლეთა უვადო განწესების ეტაპი ხვალ დაიწყება, რაც გასაუბრებას გულისხმობს. უვადოდ განწესების მსურველი 51 მოსამართლეა. გასაუბრებები 6- 7- 8 თებერვალს გაიმართება. თითოეულ დღეს გასაუბრებას 17-17 კანდიდატი გაივლის. ამის შემდეგ მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ კანდიდატების შეფასება. კანდიდატების შეფასებისთვის საბჭოს წევრებს ხუთდღიანი ვადა აქვთ, რის შემდეგაც მოხდება შეჯამება და შერჩეული კანდიდატების კენჭისყრაზე გატანა.

">