იურიდიული კომიტეტი ცოტა ხანში შეიძლება იუსტიციის საბჭოს ფილიალი იყოს

„რისიც გვეშინოდა, შეიძლება ცოტა ხანში ეს რეალობა დადგეს, რომ იურიდიული კომიტეტი ცოტა ხანში იუსტიციის საბჭოფილიალი იყოს. ამას ჩვენ არ დავუშვებთ,“- ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მმართველ გუნდში დაპირისპირება ისევ მწვავდება. ეკა ბესელიას თანამოაზრეების განცხადებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არ უნდა გადაიქცეს დისკრედიტირებული იუსტიციის საბჭოს ფილიალად.

„რა მოცემულობაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, ვინ არის, ვინ არ არის, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის მთავარი პოლიტიკური ორგანო და ამ მთავარი პოლიტიკური ორგანოს მთავარი მექანიზმი, იურიდიული კომიტეტი, ჩვენ ვერ ჩავაგდებთ ამ მექანიზმს იუსტიციის საბჭოს ხელში. ჩვენ კი არ უნდა გვეჯიბრებოდნენ, შეასრულონ ის დაკვეთა, რაც არის საზოგადოებაში, ეს დაკვეთა უნდა შესრულდეს. ჩვენთან ჯიბრი არავისთვის კარგად არ დამთავრდება,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

">