იტალიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით იტალიის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელასაქართველოში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით იტალიის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილია იტალიის პრეზიდენტი საქართველოს 16 ივლისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, ქ. თბილისის მერს კახა კალაძეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს.

იტალიასა და საქართველოს ერთმანეთთან ხანგრძლივი მეგობრობა, თანამშრომლობა ყველა სფეროში და უამრავი სამომავლო გეგმა აკავშირებს. ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობის დასტურად და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, საგარეო საქმეთა მინისტრის ენცო მოავერო მილანეზის თანხლებით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით 16 და 17 ივლისს საქართველოოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, ქ. თბილისის მერს კახა კალაძეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს.

ხელი მოეწერება სხვადასხვა ორმხრივ შეთანხმებებს კულტურის, თავდაცვის, ჯანდაცვის, განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების დარგებში. პრეზიდენტი მატარელა სიტყვით გამოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით; პატივს მიაგებს ომში დაღუპულთა ხსოვნას და მოინახულებს საქართველოს ეროვნულ გალერეას (სადაც ამჟამად იტალიური ხელოვნების სამი გამოფენა იმართება). საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, იტალიის სახელმწიფოს მეთაური მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის მთავრობების მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმში, რომელსაც იტალიური მხრიდან გაუძღვება იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მიკელე ჯერაჩი. ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის უმთავრესი ეკონომიკური უწყებები და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების წარმოების დარგებში მომუშავე იტალიური და ქართული კომპანიები. ბიზნეს ფორუმის ერთ-ერთი პანელი განათლებასა და სამეცნიერო კვლევებს მიეძღვნება“, – წერია იტალიის საელჩოს განცხადებაში.